დანაშაული და სასჯელი (ფიოდორ დოსტოევსკი)


Image result for დანაშული და სასჯელიწიგნი ,რომელიც გახდა ცნობილი თავისი ჩახლართული სიუჟეტით და საინტერესო პიროვნებებით დღეს მე გადავწყვიტე დავპოსტო ფიოდორე დოსტოევსკის წიგნზე დანაშაული და სასჯელი წიგნი , რომელიც უნდა წაიკითხოთ მხოლოდ მთავარი პერსონაჟის გამო ,წიგნი ,რომელშიც მორალი საბოლოო ჯამში კლავს ფიზიკურ მოთხოვნილებებს და ფულისკენ სწრაფვაზე მაღლა დგება  და მთავარ მორალურ არსს აყენებს წინ . დღესმინდა დავწერო წიგნზე , რომელიც ,როგორც ასეთი წარმოადგენს პარადოქსს. რა არის დანაშაული? ან რა შეიძლება იყოს იდეალური სასჯელი დამნაშავესათვის? ამ კითხვის წინაშე გვაყენებს ეს წიგნი . მთავარი გმირი რადიონ რასკოლნიკოვი არის დაბალი ფენის წარმომადგენელი .მისი ეკონომიკური მდგომარეობა საუკეთესოს იმედს ტოვებს. ადამიანი ,რომელსაც არა საკუთარი სწავლის გადასახადის არამედ საკუთარი ბინის ქირის გადახდის საშვალებაც კი არ აქვს . ადამიანი ,რომელიც ბუნებით არ არის ქურდი ან მკვლელი ადამიანი ,რომელიც ხდება მსხვერპლი მდგომარეობის ,რომელშიც ჩავარდა . მისი და და დედაც იდენტურ სიტუაციაში არიან ,თუმცაღა მისი და გაყვება ცოლად ადამიანს ,რომელიც სულაც არ აპირებს დაეხმაროს რასკოლნიკოვების ოჯახს . ეს ხდება ბოლო წვეთი ჩვენი რადიონის ქვეცნობიერში ,რაც მას მკვლელობისკენ უბიძგებს . გულგატეხილი რადიონი მკვლელობაზე მიდის . ძალიან მნიშვნელოვანი ხდება მომენტი , როდესაც ჩვენ ვხედავთ ,რომ რადიონი არა კერძო პიროვნებებზე არამედ მთლიანად ცხოვრებაზე არის იმედ გაცრუებული . მას უკვე აღარ კი არავერ სჯერა ადამიანობის და ჭეშმარიტების . მას უკვე აღარ ჯერა ,რომ პატიოსანი შრომით რამეს გახდება და მკვლელობამდე მიდის. მევახშე ,რომელიც მისი მსხვერპლი გახდება არის ძალიან ძუნწი, წუწრაქი და წუპაკი ადამიანი ,“ცხოვრებაში საუკეთესო არაა ის, რასაც ფულით ვიღებთ".(ალბერტ აინშტაინი) . ამას ჩვენ ვერ ვიტყვით მევახშეზე , რომელიც პირველ რიგში ფულზე ზრუნავს და როგორც ავღნიშნე ნამეტანი წუწურაქი ადამიანი არის ,თუმცა მისი მკვლელობის შემდეგ განვითარებული ქმედებები მაინც გვაიძულებს დაფიქრებას იყო თუ არა ის სიკვდილის ღირსი. ასე თუ ისე   მის მიმართჩნდება სიბრალული ,რაც შეეზება ჩვენს მთავარ პერსონაჟს ის მთელი წიგნის მანძილზე იტანჯედა და განიხილავს თავის საქციელს მას არ შეუძლია გამოიყენოს ფული ,რომლის გამოც წავიდა მკვლელობაზე .ეს კი ყველაზე დიდი სასჯელი ხდება მისთვის . ორი წიგნის განმავლობაში ის ცდილობს გაიაზროს თავისი დანაშაული და თავს აპატიოს . იპოვოს გამართლება ამ დანაშაულისა ,თუმცა  ყველა მისი მცდელობა უაზრო არის . წიგნში ის ხვდება სონია მარმელადოვას , საბრალო ,ღარიბ გოგონას ,რომელიც ხდება მისი მეორე ნახევარი , ალბათ რადიონს ის ასეძლიერად არ შეუყვარდებოდა , რომ არ ენახა მასში ახლობელი სული , რომელიც  გაჭირვებისაგან იტანჯება , რომელიც სიღარიბემ (დაამახინჯა) ,თუ ასე შეიძლება ითქვას, ადამიანი , რომელიც არ არის ცუდი ,მეტსაც გეტყვით, კარგი ადამიანი გახლავთ ,თუმცა გაჭირვება მას ყოვლად ხრის წელში. წიგნის ბოლოში რადიონი ხდება ადამიანი პარადოქსი ,რომლისათვის დაუსჯელობა არის სასჯელი და სასჯელი არის შვება , ადამიანი , რომელიც ნამდვილად ნანობს თავის დანაშაულს და ყოვლად ცდილობს მის გამოსყიდვას . მე ნამდვილად გირჩევთ წაიკითხოთ ეს წიგნი და ისიამოვნოთ დოსტოევსკის განუმეორებელი ხელწერით.
p.s. ეს ჩემი პირველი პოსტი არის და გთხოვთ ,რომ ძლიერად არ განმსაჯოთ.

Comments